„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტ ემა ტუხიაშვილის გადაცემაში „360 გრადუსი“ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტოს გამოცხადდება. “ეს დამოკიდებული იქნება გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებებზე” – განაცხადა ყოფილმა სპიკერმა.
“სუპერ ჭკვიანური აზრები იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს უნდოდა უსუფაშვილის მხარდაჭერა და მე რომ მარგველაშვილს მივმართე, ვიჩქარე და ეს შანსი დავკარგე, აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებაა. თუ ივანიშვილმა ჩემი მხარდაჭერა მარგველაშვილთან ჩემი მიმართვის გამო გადაიფიქრა, ე.ი. ყველაზე სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადამიდგამს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.