ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა გიორგი მამალაძემ მეუფეებთან შეხვედრის დეტალები მის ადვოკატს გააცნო

მეუფე გრიგოლთან და მეუფე ილაორნთან შეხვედრის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა მამა გიორგი მამალაძემ ინფორმაცია მის ადვოკატებს მიაწოდა.

უფლებადამცველ გიორგი ფანცულაიას თქმით, მეუფეებთან შეხვედრისას დეკანოზმა ციანდის საქმის დეტალებზე ისაუბრა. ასევე ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ ვინ ებრძოდა მამა გიორგის საპატრიარქოში.

„ერთობლივად იყო ორი მეუფე შესული მასთან, პრაქტიკულად შემდეგი შინაარსის განცხადება აღნიშნული ორი მეუფის მხრიდან არ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რო ამ საქმეზე დარჩენილი აქვთ რაიმე კითხვის ნიშნები. იყო უფრო დეტალური კითხვები, თუ რომელი სასულიერო პირები უპირისპირდებოდნენ მას,“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

იტვირთბა....