საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას რომელიც ეხებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიერთებას განაცხადა, რომ როდესაც რამდენიმე უწყება ერთი ქოლგის ქვეშაა მოქცეული, მათ ერთმანეთის რესურსების გამოყენება შეუძლიათ.
“მაგალითად ვერტმფრენი შეიძლება გამოიყენოს ერთმა უწყებამაც, მეორემაც, მესამემაც, თუ ეს ერთი ქოლგის ქვეშ არისცვენს მოქცეული. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული. ჩვენ სტრუქტურა უნდა მოვარგოთ არსებულ ჩვენს რეალობას, არსებულ მისწრაფებებს, რომ გვქონდეს მცირე ბიუროკრატია და ხარჯები იყოს ლიმიტირებული და არა პირიქით” – ამბობს ბახტაძე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორიგ მღებრიშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მის მოვალეობებს მღებრიშვილის მოადგილე ასრულებს ახალი ხელმძღვანელი კი პრემიერ-მინისტრს ამ დრომდე არ დაუსახელებია.