პიფინგზრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები დასვა.
„დიახ, ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. იცით, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და იცით, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ეს არაა საკმარისი. უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ჩვენ ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე, როგორც სისტემური რისკი, მნიშვნელოვნად შემცირდეს ეკონომიკაში და როგორც სისტემური რისკი საერთოდ შემცირდეს,“ – განაცხადა ბახტაძემ.
ბახტაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელმოცარულია და მათ მთავარ მიზანს ივანიშვილის პიროვნული დისკრედიტაციას წარმოადგენს. ბახტაძისთვის გაუგებარია ივანიშვილის განცხადებებიდან რომელს არ შეიძლება ეთანხმებოდეს პოლიტიკოსი. მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ დაასახელა არგუმენტები, რაც ივანიშვილის განცხადებებისა და შეფასებების კრიტიკას გაამართლებდა.
“მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, მიმართ კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა. ასეთი თავდასხმები და შეურაცხყოფები არის არაკონსტრუქციული ოპოზიციის ხელწერა. ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია, რაში არ შეიძლება ადამიანი დაეთანხმო იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რომელიც გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში. ოპოზიციას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ მოხდეს პარტიის თავმჯდომარის პიროვნული დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რაც რა თქმა უნდა იქნება წარუმატებელი”-განაცხადა ბახტაძემ.