დღეს მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ რეგიონებში მომუშავე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ.
პრემიერმინისტრის თქმით, ხელფასები 20-30%-ით გაიზრდება.
“ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
1 ივლისიდან გაიზარდა მეხანძრეების ხელფასი, ანაზღაურება გაეზარდათ პოლიციელებს და როგორც შს მინისტრმა თქვა, ძალოვნებისთვის ხელფასების ზრდა ისევ იგეგმება.