საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერთან ბანკებბთნ დაკავშირებით დაძაბული ურთიერთობა ქონდა.
ჭიჭინაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა იმას, რაზეც გუშინ პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა.
“ბანკებთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა გიორგი კვირიკაშვილთან. მაშინაც იყო მუქარა, რომ თუკი უმრავლესობა ხარ, რატომ აპროტესტებ. მაშინ ერთადერთი თამარ ჩუგოშვილი იყო, ვინც ბანკებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია გაიზიარა და ხელი შეუწყო პროცესს, რომ ბანკებზე რაღაც შეზღუდვა დაწყებულიყო. პროცესი იმდენად რთული იყო, რომ ჩემი არც ერთი გამოსვლა უმრავლესობამ არ გაიზიარა. ყველაფერი იყო პირიქით. როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოში “საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები დაინიშნენ, ყველამ იცოდა, რომ მათი ლობისტი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო. ვთქვი, რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება და ყველას მოვუწოდე, რომ მხარი არ დაეჭირა. მაშინ ყველას ეგონა, რომ ეს ჩემი ახირება იყო“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ გადაცემა.