საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“, მისი პარტიიდან გაძევების შესახებ განაცხადა, რომ სამდვინოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და წინ არის შემდგომი პროცედურა, პოლიტსაბჭოს სახით.
ჭიჭინაძის თქმით, პარტიიდან მისი გარიცხვის შესახებ მესიჯს აგზავნიდნენ, თუ როგორ უნდა ელაპარაკათ
“ასეთი მესიჯი ჩატში დაიგზავნა, თუ რა უნდა ეთქვათ – რასაც კოლექტიური ზარდიაშვილები დამწკრივებული ლაპარაკობდნენ ეგ იყო“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.
დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ პარტია “ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ სამდვინოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და წინ არის შემდგომი პროცედურა, პოლიტსაბჭოს სახით.