ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურორი: “იმ მტკიცებულებებით, რაც გამოძიების ეტაპზე იყო, მ.კ.-ს ქმედება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს”

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ იმ მტკიცებულებებით, რაც გამოძიების ეტაპზე იყო, მ.კ.-ს ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

გაბიტაშვილისგან პარლამენტის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, საქმის მასალებიდან გამომდინარე, უნდა წაყენებოდა თუ არა ბრალი მ.კ.-ს თანამონაწილეობისთვის.

“პროკურატურის დასკვნითი სიტყვიდან ჩანს, რომ მ.კ. დავით სარალიძეს ურტყამს მუშტებს, ასე დასკვნითი სიტყვიდან ჩანს, რომ მ.კ. ურტყამს სალარიძეს ლავიწის არეში, ამავე დროს, დასკვნით სიტყვაში წერია, რომ მ.კ. აფიქსირებს დავით სარალიძის შენელების მომენტს. მას უჭირავს დავით სარალიძე, რომელიც აქტიური იყო, თუმცა დანით დარტყმის შედეგად შენელდება მისი მოქმედება. თუ ადამიანი ხედავს, რომ გ.ბ. მკვლელობის განზრახვით რამდენჯერმე ურტყამს დანას დავით სარალიძეს, ამავე დროს ხედავს, რომ გ.ჯ. ასევე მკვლელობის განზრახვით ურტყამს დანას დავით სარალიძეს, ეხმარება მკვლელობის განზრახვის მქონე პირს, რაც გამოიხატება დავით სარალიძის დაჭერასა და მუშტების დარტყმაში, არის თუ არა ეს, მკვლელობაში თანამონაწილეობა?!“ – მიმართა ოთარ კახიძემ გიორგი გაბიტაშვილს.

გიორგი გაბიტაშვილის თქმით მიეილ კალანდია არის მოწმე და არა დამნაშავე.

“კითხვიდან გამომდინარე ინფორმაციიდან ჩანს, ეს მოწმე ხედავს, ის არის მოწმე და არა დანაშაულში თანამონაწილე პირი. მ.კ.-ს ქმედება გამოიხატა ხელის დარტყმაში, მაგრამ ამ ხელის დარტყმასა და დამდგარ შედეგში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის. რაც შეეხება დავით სარალიძის დაჭერას მ.კ.-ს მხრიდან, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, დავით სარალიძე ცდილობდა გაქცევას და მისი დაჭერა იყო მისი შემაფერხებელი გარემოება. არ ყოფილა მისი ქმედების შემზღუდველი, რომ თავი დაეცვა თავდამსხმელებისგან, იმ მტკიცებულებებით, რაც გამოძიების ეტაპზე იყო, მ.კ.-ს ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს“, – განაცხადა გაბიტაშვილმა.

იტვირთბა....