ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ოპიზიციური პარტიის ლიდერები გამოეხმაურნენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე განმარტავს, რომ ივანიშვილს საბანკო სფეროში საკუთარი ინტერესები გააჩნია რაც ძალიან სახიფათოა.
“მისი განცხადება ბანკებთან დაკავშირებით არის ძალიან სახიფათო, ძალიან მავნე და ამან შეიძლება მთლიანად მოშალოს ქვეყნის ეკონომიკა. ცეცხლს ეთამაშება ბიძინა ივანიშვილი. თუ მას უნდა “ქართუ” და “ლიბერთი ბანკები” გააერთიანოს და მოუგოს “თიბისი ბანკს” და „საქართველოს ბანკს,“ მაშინ გავიდეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჰქონდეს ისეთივე ხარისხი, როგორიც ამ ორ ბანკს აქვს,”-აცხადებს გოცირიძე.
„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ წლებია ქვეყანაში სიღარიბე იზრდება, რაც ცხოვრების გაძვირებამ გამოიწვია.
„ცხოვრების გაძვირება გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის მიერ არასწორმა პოლიტიკამ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამიტომ ის რომ ხალხს უჭირს დღეს ბანკის სესხების გასტუმრება პირდაპირ არის კავშირში, რომ ამ ხალხმა ვეღარ იყიდა გაძვირებული სურსათი გაძვირებული მედიკამენტი, გაუჭირდა ბანკის გადახდა მაშინ როცა შემოსავლები არ გაიზარდა, სამუშაო ადგილები არ იქმნება, ხალხი ან უმუშევარია ან არ აქვს საკმარისი შემოსავალი“ აცხადებს ჭიაბერაშვილი.