ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირველი დაბადების დღეა მამი შენი და უშენოდ ვხვდებით” – ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაღუპული მოზარდი დათო სარალიძე დღეს 17 წლის გახდებოდა.

ზაზა სარალიძე შვილის დაბადების დღესსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“მამი გილოცავ დაბადების დღეს.
როგორი ბედნიერები ვიყავით შარშან მამიიიი.
პირველი დაბადების დღეა მამი შენი და უშენოდ ვხვდებით.
როგორ გიხაროდა მამი შენი დაბადების დღე.
ბალიშის ქვეშ ეძებდი ხოლმე საჩუქრებს მამი.
ღმერთმა ნათელში გამყოფოს მამი” – წერს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევის დროს დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი გარდაიცვალა.

იტვირთბა....