ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თადუმაძე: “საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს და გაიმიჯნოს საგამოძიებო მოქმედებები”

პროკურატურის რეფორმის შესახებ გამართულ საზოგადოებრივ ფორუმზე შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია  საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლთაც გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობა გაიმიჯნება.

“მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს და გაიმიჯნოს საგამოძიებო მოქმედებები და საპროკურორო ზედამხედველობა. არავინ დედამიწის ზურგზე არ იცის დღეს, რა არის საპროკურორო ზედამხედველობა. არც ერთი ქმედება არ არის გამიჯნული. მე თუ მკითხავთ, საპროკურორო საბჭოზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე მკაფიო ხაზის გავლებაა საპროკურორო საქმიანობასა და გამოძიებას შორის”,-განაცხადა თადუმაძემ.

იტვირთბა....