ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომ საბერძნეთში ხანზრის ჩასაქრობათ ესპანეთი ორ თვითმფრინავს აგზავნის.
განცხადების თანახმად, ორი თვითმფრინავი-ამფიბია Canadair გაგზავნილია საბერძნეთში, რათა დაეხმაროს ტყის ხანძრის ჩაქრობაში.
„საშინელი ამბები მოდის საბერძნეთიდან. ესპანეთმა უკვე აამოქმედა სამოქალაქო თავდაცვის ევროპული მექანიზმები. სოლიდარობას ვუცხადებ ბერძენ ხალხს“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.
შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 69 პირი კი, ჰოსპიტალიზირებულია.