ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: “საქართველოს აქვს პოტენციალი “მწვანე ეკონომიკით” მოწინავე ქვეყანა გახდეს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ “მწვანე ეკონომიკა” მთავრობისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს პოტენციალი ამ მიმართულებით მოწინავე ქვეყანა გახდეს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა სწორედ ამ გზას დაადგა – მწვანე ეკონომიკის გზას. ჩვენ გვაქვს უნიკალური პოტენციალი, რომ გავხდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაში მოწინავე ქვეყანა”,- განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....