საქართველოს მოქალაქე იტალიაში, ქალაქ ბარიში მაღაზიიდან ტანსაცმლის მოპარვის მცდელობისთვის დააკავეს.
როგორც იტალიური მედია იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცმა ერთ-ერთი მაღაზიიდან ოთხი მაისურის მოპარვა სცადა. საქონლის ღირებულება სულ 250 ევროა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქურდობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი კარაბინერებმა გამვლელების დახმარებით დააკავეს.
მოპარული ტანსაცმელი მაღაზიის მეპატრონეს დაუბრუნეს. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.