სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვისას, ფოთში ეჭვმიტანილი სროლის შედეგად დაიღუპა. როგორც ირკვევა, სამართალდამცველსა და მძარცველს შორის დაპირისპირებისას, პოლიციელმა ეჭვმიტანილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მძარცველი თავის არეში მძიმედ დაიჭრა.
დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსკენ გადაიყვანეს. თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის მე-19 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმოს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.