ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოფხაძე: “გუნდიდან წევრის გაშვება განხილვის გარეშე არასწორია”

გუნდიდან წევრის გაშვება განხილვის გარეშე არასწორია.  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფოხაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „ქართული ოცნების“ ერთიანობა და გამოწვევები, რაც არის გუნდის წინაშე, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი წყენა.

„მძაფრი შეფასებები, მათ შორის ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. საჭიროა ლოგიკური, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე და გუნდში უნდა იყოს ამაზე კონსულტაციები. მაქსიმალურად ეფექტიანი ფორმატის შექმნაა მნიშვნელოვანი, რომ არანაირი წინააღმდეგობრივი პოზიცია, რომელიც შიგნით შეიძლება არსებობდეს, არ გახდეს საჯარო განსჯის საგანი და ამოიწუროს გუნდში. ამის რესურსი გუნდს გააჩნია და არასწორი იქნება პრეცენდენტის დაშვება, რომ წევრი წავიდეს გუნდიდან, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი პოლიტსაბჭში. მაქსიმალურად შევეცდები ვისაუბროთ ამ საკითხებზე და გამოვნახოთ საერთო ენა. არავითარ შემთხვევაში, პიროვნული წყენის ფონზე არ უნდა იყოს არანაირი გადაწყვეტილება მიღებული. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ერთიანობა და გამოწვევები, რაც არის გუნდის წინაშე, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი წყენა“, -განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფოფხაძის თქმით დავით ჭიჭინაძის გუნდში დაბრუნება ფორმალურად შესაძლებელია. მან ასევე განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, შეუძლია, პოლიტსაბჭოს სხდომაზე თავის პოზიცია დააფიქსიროს.

„ფორმალურად, პოლიტსაბჭოს შეუძლია გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, მგონი, ყველაზე ცოტა, მსჯელობის საგანი უნდა იყოს, რადგან მიღებული გადაწყვეტილების ფორმა, მაინც არ იყო სასურველი. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და თუ პოლიტსაბჭოზე განხილვა იქნება, მას ექნება შესაძლებლობა თავისი პოზიცია გამოხატოს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იტვირთბა....