„ნაციონალური მოძრაობის” წევრლა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს კითხვას, დავით ჭიჭინაძის შემდეგ წავლენ თუ არა პარტია „ქართული ოცნებიდან“ სხვა დეპუტატებიც უპასუხა, რომ უფრო მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება დავით ჭიჭინაძე გედევან ფოფხაძეს, ვიდრე ის, რატომ შეხვდა უსუფაშვილი მარგველაშვილს.
„გახსოვთ ალბათ მარკესი. აურელიანო ბუენდიამ 30 ომი წამოიწყო და ოცდაათივეში დამარცხდა. გმირი დამარცხებაში იგრძნობაო, ასეთი პოლიტიკური მესიჯია ამაში. 7-ჯერ დატოვა „ქართული ოცნება“ გედევან ფოფხაძემ და შვედჯერვე დაბრუნდა. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება ბატონი დავითი ბატონ გედის, ვიდრე ის, რატომ შეხვდა დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.