ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვოლსკი: “მმართველ გუნდში კრიტიკული აზრის გამოთქმისა და კამათის შეზღუდვა არ არსებობს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ , დავით ჭიჭინაძის თემის გააქტიურებით ბრიუსელის ვიზიტისა და საქართველოში გერმანიის კანცლერის სტუმრობის გადაფარვა მიმდინარეობს.

გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში ფრაქციის შექმნის თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალურ საფრთხესა და პრობლემას ყველა კარგად აცნობიერებს.

“ოპონენტი მხარის მთავარი ამოცანაა დესტაბილიზაცია და მმართველი გუნდის რყევაა. ამ ნარატივში ის იდეა კარგად ჯდება, რაც ჭიჭინაძემ წამოაყენა. არ მგონია, რომ ეს განგებ ხდება და ვფიქრობ, თავის შეხედულებებით აკეთებს, მაგრამ რეალური პრობლემა ესაა და არა, ფრაქციის შექმნაზე ჭორაობა და ლაპარაკი. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი ეს არის და ამას ემთხვევა ის, რასაც დავით ჭიჭინაძე აკეთებს. არ მგონია, რომ ამას შეგნებულად აკეთებს”, – აღნიშნავს დეპუტატი.

ვოლსკის განმარტებით, დავით ჭიჭინაძეს შეუძლია, პოლიტსაბჭოს მიმართოს, რადგან რეგლამენტით გათვალისწინებულია, სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში გასაჩივრდეს.

„ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილმა იცოდა. ამ თემით ბრიუსელის ვიზიტისა და გერმანიის კანცლერის სტუმრობის აქტიური გადაფარვა მიმდინარეობს და საუბარია ფაცი-ფუცზე, რაც ერთმა კოლეგამ შემოგვთავაზა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, “ქართული ოცნების” პარტიიდან გარიცხეს.

იტვირთბა....