ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიჭინაძე ფრაქციის შექმნას აპირებს – დაველოდები რიგრიგობით ვის გამოყრიან

პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში ფრაქციის შექმნას აპირებს. ფრაქციის სავარაუდო სახელი კი “ქართული ოცნება 2012” იქნება, – ამის შესახებ დეპუტატმა “კურიერს” განუცხადა.

„მე პოლიტიკაში არ გამიგია ამათ მოსვლამდე ეთიკის კოდექსები და სულ ეთიკაზე საუბრობენ, არ ვიცი, სად გაიზარდნენ, რა ეთიკა დააკლეს ბავშვობაში, რომ ახლა ასაკში აპირებენ ამ ეთიკის კომპენსირებას. ეს ჩემთვის გაუგებარია. კიპლინგი გენიალური იყო, ერთხელ ვახსენე და მაშინ აკილა იყო და ახლა ტაბაკებად გადაიქცნენ და იმედი მაქვს, პარლამენტი ბანდერლოგებად არ გადაიქცევა. ვაპირებ დამოუკიდებლად და დაველოდები რიგრიგობით ვის გამოყრიან, სახელი ალბათ, „ქართული ოცნება 2012“ იქნება,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....