„ვფიქრობ, რომ მე ვარ გამარჯვებული, იქიდან გამომდინარე, რომ მე ბევრად უფრო თავისუფლად შემიძლია ამ ადამიანს ის პრეტენზიები წავუყენო, რომელიც საზოგადოებას მათ მიმართ გააჩნია. განცხადების შინაარსი და კომენტარი ქალბატონი თამარ ჩუგოშვილის და ბატონი ზაქარიასი, ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი პოლიტიკური აღმოჩენა, როდესაც მე დავტკბი იმით, რომ ზაქარია ქუცნაშვილს და თამარ ჩუგოშვილს თურმე ერთნაირი შეხედულება ჰქონიათ დემოკრატიაზე, მორალსა და ეთიკაზე,“- განუცხადა “კურიერს” პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხულმა დავით ჭიჭინაძემ.
იტვირთბა....