“გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ “მეტრონომთან” საუბრისას დავით ჭიჭინაძის “ქართული ოცნების” პარტიიდან გარიცხვის შესახებ განცხადება, გააკეთა.
როგორც ხვიჩიამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა ის მიზეზები რის გამოც ჭიჭინაძე გარიცხეს იყო არასერიოზული.
გუშინ პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” შეთავაზება გაუკეთა დავით ჭიჭინაძეს გადასულიყო მათ პარტიაში, რაზეც ჭიჭინაძემ უარი განაცხადა.
“ჭიჭინაძის ჩვენ პარტიაში მოწვევა ხუმრობა იყო რადგან ჩვენი დამოკიდებულებები და შეხედულებები არის განსხვავებული. უბრალოდ ამით გვინდოდა გამოგვეხატა პროტესტი იმ მიზეზის გამო რატომაც ჭიჭინაძე გარიცხეს პარტიიდან. ეს მიზეზი კი იყო არასერიოზული” – განაცხადა “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ “მეტრონომთან” საუბრისას.
ეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.