ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გაშვების საკითხს ეხმაურება.
როგორც “მეტრონომს” გოცირიძემ განუცხადა ეთიკური ნორმების დარღვევის გამო პარტიიდან ადამიანი არ უნდა ირიცხებოდეს.
გოცირიძის თქმით ჭიჭინაძის გარიცხვის რელური მიზეზი მისი კრიტიკული დამოკიდებულება იყო პარტიის მიმართ.
“ქართულ ოცნებაში” პარტიული დიქტატურაა დამყარებული. ადამიანს არ აქვს უფლება საკუთარი კრიტიკული აზრი დააფიქსიროს. ჭიჭინაძემ ელემენტარული შენიშვნა გამოთქვა და შემდეგ გააკეთეს განცხადება, რომ არაეთიკური განცხადებებისთვის გარიცხეს.
რა იყო არაეთიკური რომ პარტიის ლიდერებს უწოდა კომკავშირელები? როცა ოპოზიციას ლანძღავენ და დედას აგინებენ ეს ეთიკური და როდეს უმრავლესობის ლიდერებს მცირე შენიშვნას მისცემენ ეს არაეთიკური?
საერთოდ მორალი და ეთიკა არის ინდივიდუალური. არ შეიძლება რომ ადამიანები გარიცხო ეთიკური ქცევის გამო. მაშინ ეთიკური ქცევის კოდექსი უნდა ქონდეთ, სტანდარტი უნდა არსებობდეს და ეს კოდესი უნდა არეგულირებდეს ვისი გაკრიტიკება შეიძლება და ვისი არა.
ქართული ოცნების სამდივნოს ხუთეულს რომ “შე კურდღელოო” დაუძახო არაეთიკური იქნება და რიგით წევრს კეთილები აგინო როგორც უყვართ ხოლმე უმრავლესობაში მისაღებია?
მოკლეთ ეთიკურობის კუთხით ადამიანის პარტიიდან გარიცხვა საბჭოთა კომუნისტური პარტიის გადმონაშთია.
სინამვილეში ჭიჭნაძე გარიცხეს იმიტომ, რომ გაბედა და კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა პარტიაში” – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.