ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

მიხეილ გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან შეერთების შემდეგ გაუქმდა, რომლის მინისტრიც მიხეილ გიორგაძე იყო. მინისტრის მოადგილეებად მუშაობას გააგრძელებენ შალვა გოგოლაძე და ლევან ხარატიშვილი.

გაერთიანებული უწყების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს სულ 7 მოადგილე ეყოლება: მიხეილ გიორგაძე (პირველი მოადგილე), ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე.

იტვირთბა....