ხორავას ქუჩაზე სისიხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დღეს მთავარ პროკურატურაში მიდის. ინფორმაციას სარალიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დღეს 17 ივლისს 17.00 საათზე მივდივართ მთავარ პროკურატურაში ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრას დაესწრება შ.ს.ს. წარმომადგენლობაც.
7 ივლისს როდესაც ვიყავით,მათ ითხოვეს 10 დღის ვადა.
პასუხების დრო დადგა” – ნათქვამია სარალიძის განცხადებაში.