ახალი ამბები მთავარი სამართალი

შალვა თადუმაძე: არსებული ტემპით პროკურატურა სამართლიანობას 1050 წლის შემდეგ აღადგენს

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საჯარო წყაროებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 530 საჩივარი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.

მისი თქმით, ტემპი იმდენად დაბალია, რომ ამ ანგარიშის მიყოლის შემთხვევაში, პროკურატურა სამართლიანობას  1030 წლის შემდეგ აღადგენს.

„სხვანაირად არც შეიძლება, რომ ტემპი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს სახელმწიფო და ადამიანური რესურსი, რომელიც ერთ და ორ წელიწადში 52 530 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. სამწუხარო ტემპია და ცოტა არასერიოზული ტემპიც არის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სტრუქტურული ერთეულის მიღწევა არის წელიწადში 50 საქმე. თუ ამ ანგარიშს მივყვებით, ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ 1030 წლის შემდეგ, რაც არასერიოზულია სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, რომლის ფუნქცია სამართლიანობის აღდგენაა“, – განაცხადა თადუმაძემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის თქმით, აღნიშნული საქმეების განხილვის დასაჩქარებლად საჭიროა სისტემური მიდგომა, მათ შორის, საქმეების მოთხოვნების და შესაძლებლობების მიხედვით კლასიფიცირება.

იტვირთბა....