ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბესელია: პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანო ხდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი პროკურატურის შესახებ ახალ კანონპროექტს მიიღებს, რომელიც ამჟამად სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშავდება.

მისი თქმით, ცვლილებები იმ ახალ სტანდარტს ეხება, რომელიც ახალი რედაქციის კონსტიტუციიდან გამომდინარობს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.

“პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გადის და დამოუკიდებელი ორგანო ხდება. მას არც ერთ აღმსრულებელ შტოსთან ბმა არ ექნება. ერთადერთი, სადაც ბმა უნდა დავინახოთ, ეს არის პარლამენტი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავარ პროკურორს გენერალური პროკურორი ეწოდება – ის წელიწადში ერთხელ მოვა პარლამენტში. გენერალური პროკურორის ანგარიში არ შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, მაგრამ შეება ტენდენციებს, მიმართულებებს და ანალიზს. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე,  მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

 

იტვირთბა....