“ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკის გაკრიტიკების დაიწყო გამოსვლა და კანტის სიტყვები მოიშველია: „კანტმა ბრძანა – მე მუდამ მაოცებდა ორი რამ – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონები ჩემში. თურმე მეც ასე ვფიქრობდი, რომ ძალიან მაოცებდა ამ სამყაროში ორი რამ – მაღლა, მოჭედილი ცა და დაბლა, ბატონ ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა“.
“გავაკეთე სერიოზული აღმოჩენა. თურმე ძალიან ვგავარ გენიალურ გერმანელ ფილოსოფოსს, იმანუელ კანტს. გარეგნულად კი არა, მე და ბატონ იმანუელ კანტს გვაქვს ერთნაირი იდეები. კანტმა ბრძანა – მე მუდამ მაოცებდა ორი რამ: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონები ჩემში. თურმე მეც ასე ვფიქრობდი, რომ ძალიან მაოცებდა ამ სამყაროში ორი რამ – მაღლა, მოჭედილი ცა და დაბლა, ბატონ ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა. საიდან მოიყვანეთ ეს ხალხი?! აი როგორც ვარსკვლავები გამოანათებენ და ჩაქრებიან, ზოგი ბჟუტავს კიდეც, საიდანღაც გაჩნდებიან, მერე ისევ გაქრებიან. აი, ახლა ისევ ახალი გუნდი შემოვიდა და ყველას დაგვავიწყდა ისინი, ვინც იყვნენ. რომელი საკადრო პოლიტიკით ფორმირდება დღევანდელი ქართული მთავრობა?! ამოიწურა „ქართუს“ რეზერვები თუ რეზერვუარები და გაცდა „ქართუს“ არეალს თქვენი საკადრო პოლიტიკა და ახალი კადრებით შეივსო“, – განაცხდა რომან გოცირიძემ.