ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული 6 ადამიანიდან 3 კატასტროფის ბრიგადას თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოყავს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები პროფილურ კლინიკაში მკურნალობას საჭიროებენ.
შგაცსენებთ, რომ მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვ.