ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაშაძე: “სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის შნურიანი ტელეფონი”

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შესახებ  განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს ამით არჩევანს წაგებისკენ გააკეთებს. ინფორმაციას :ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ეს იქნება არჩევანი წაგებისკენ. „სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის შნურიანი ტელეფონი, რომელიც ჩვენ ვერაფრით წაგვიძღვება წინ. თუ ამ არჩევანს გააკეთებს „ქართული ოცნება“, ვფიქრობ, ეს იქნება მათი წაგების არჩევანი და ძალიან კარგი, ვინაიდან ეს უნდა ქართულ საზოგადოებას, რომ დაიწყოს ხელისუფლების შეცვლა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტია კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს და „ქართული ოცნება“ მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, როგორც ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნებზე.

გავრცელებული ინფორმაციით კი, „ქართულ ოცნებაში“ შემავალ გარკეულ ჯგუფს აღნიშნული გადაწყვეტილება არ მოსწონს და მათ სურთ, რომ პარტიამ თავისი კანდიდატი წარადგინოს. ასევე, არსებული ინფორმაციით, მსგავს პოზიციაზეა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე. თავად კახა კალაძე კი აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში საარჩევნო კანდიდატთან მიმართებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ კითხვაზე, ეყოლება თუ არა მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი, კახა კალაძე პასუხს ვერ სცემს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

იტვირთბა....