ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახვლედიანი: “მზად ვარ უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებს პირადად შევხვდე”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელების შემდეგ გარმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზადაა უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებს პირადად შეხვდეს და საკუთარი ხედვა გააცნოს.

“უპირველესად მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოების წარმომადგენლებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალ ყველა პარტიას, აგრეთვე ყველა სხვა პარტიას, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩემი მხარდაჭერა. მე კარგად ვაცნობიერებ, რას ნიშნავს დღეს ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვა, მაგრამ უმეტესად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას ჩვენი საზოგადოების წინაშე და კარგად ვხვდები, რომ დღეს, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს. დავუბრუნდეთ დემოკრატიულ საწყისს, რომ ადამიანი გახდეს ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი.

ბოლოს და ბოლოს გავაცნობიეროთ ყველამ, ვინ ვართ ხელისუფლებაში ან ვაპირებთ მოსვლას, რომ მოვდივართ შეზღუდული დროით, მაგრამ იმისთვის, რომ ვემსახუროთ. მე მზად ვარ შევხვდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თითოეულ დეპუტატს და ვადასტურებ თითოეული დეპუტატის მიმართ პატივისცემას. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მზად ვარ ღია, გამჭვირვალე ფორმატში თითოეულს ავუხსნა ჩემი პოზიცია და გავაგებინო ჩემი მთავარი სათქმელი”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა

იტვირთბა....