ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარგველაშვილი: “კურიოზულია როცა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს”

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რო კურიოზულია როცა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.

ჟურნალისტი დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა ის გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან, ირაკლი ალასანიასთან ან გიორგი კვირიკაშვილთან, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ხედვა არ აქვს.

“არჩევნებთან დაკავშირებით ერთი სერიოზული კომპონენტია, “ქართული ოცნება“ კანდიდატს ვერ ასახელებს. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ჩემს მიერ კანდიდატურის დასახელება-არდასახელების საკითხი. პროცესს რომ ვაკვირდები, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა კანდიდატს ვერ ასახელებს. იცით რატომ ვერ ასახელებს? იმის გამო, რასაც 5 წელიწადი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აკეთებდნენ. ეს იყო შეურაცხყოფის, დაკნინების, პოლიტიკური შანტაჟის, პროპაგანდის ზღვა, რომელიც ააზვირთეს. ეს ყველაფერი ახლა ‘“ქართულ ოცნებაში“ მყოფმა „ნაციონალებმა“ კი არ ქნეს, არამედ მათ, ვინც თავიდან იყვნენ „ოცნებაში“. კანდიდატს ვერ არჩევენ, რადგან მას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. როცა კანდიდატს დაასახელებენ, უნდა კითხონ, თუ გააკეთებს იმას, რასაც ეტყვიან, თუ დაჯდება იქ, სადაც ეტყვიან, ვეტოს დაადებს თუ არა ამა თუ იმ კანონს, კითხავენ, გამოავლენს თუ არა ხასიათს, ან იქნება თუ არა ჭკვიანი ბიჭი ან გოგო, იმდენ რამეზე უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა კანდიდატმა თავის თავს, რომ უჭირთ კანდიდატის დასახელება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....