საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც კონსტრუქციული ხედვები ექნება.
საქართველოს ზეპარტიული ამოცანები აქვს და მათი შესრულება ყველას მიზანი უნდა იყოს ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტის რიგგატრეშე სხდომაზე ისაუბრა.
“ჩვენ დღეს საქართველოში ზეპარტიული ამოცანები გვაქვს, ეს არის ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და განათლების სექტორის ძირეული რეფორმა. მე, ისევე, როგორც ჩემი გუნდი, მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები, ვისაც ექნება იდეები, თუ როგორ მოვახერხოთ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ამ ზეპარტიული ამოცანების გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს და ამით შექვმნით ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.