„ჩემი ყოველი დღე იწყება აფხაზეთზე ფიქრით და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემს კავშირს ამ ყველაფერთან და ემოციურ დამოკიდებულებას, მინდა გითხრათ[ადა მარშანიას მიმართავს], რომ ჩემს ოჯახს აქვს ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია. სწორედ აქედან გამომდინარე, ვამბობ მე, რომ ეს ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რა გამოწვევებისა და რეალობის წინაშე ვართ და რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ასევე ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, რომ სწორედ ევროპული საქართველო, ევროპული ყაიდის ქვეყანა არის ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები დავიბრუნოთ და ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მან “პატრიოტთა ალიანსის” წევრ, ადა მარშანიას უპასუხა