„ტურიზმის სფეროს მივაქციოთ ყურადღება. ირანელ ტურისტებს ირანელი ექსკურსიამძღოლები ემსახურებიან, თურქებს, თურქი ექსკურსიამძღოლები. 2 ტრაგიკულ ფაქტს შევესწარი. ირანელ ტურისტებს გიდი უხსნის, რომ თბილისი ირანული ქალაქია და თავის დროზე რუსებმა წაართვეს. ბათუმში, მე შევესწარი ფაქტს, სადაც გიდი უხნისდა ტურისტებს, რომ მემედ აბაშიძე არის კაცი, რომელმაც აჭარა თურქებს წაართვა და როცა ჩვენ დავიბრუნებთ აჭარას, მემედ აბაშიძის ძეგლს წყალში გადავაგდებთო. მოვუწოდებ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს, მაქსიმალური კონტროლის ქვეშ იყოს ეს სეგმენტი“
განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში მინისტრების კანდიდატების მოსმენისას.