გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატად კი ივანე მაჭავარიანი წარადგინა.
როგორც მაჭავარიანმა დღეს გამართულ სხდომაზე, პარლამენტში განაცხადა, საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებით არსებული ჯარიმები და სასჯელი არის დრაკონული და უნდა შეიცვალოს.
„ჩვენი საგადასახდო სისტემა არის ლმობიერი, კარგი, მაგრამ ჯარიმების კუთხით არის დისპროპორციული. დარღვევის პროპორციული სასჯელი არ არის – სასჯელი არის ბევრად დრაკონული. ამას გაუმჯობესება სჭირდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა დეპუტატებთან შეხვედრისას.