გუშინ ღამით ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საპირიპიროდ მოძრავი ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.