დღეს გამართულ პარლამენტის სხდომაზე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ქობულიას მიმართა და აღნიშნა, რომ მას საქართველოში არავინ იცნობს.
გოცირიძე დაინტერესდა, თუ ვის იცნობს ქობულია საქართველოში, როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხდა მინისტრის თანამდებობაზე მისი წარდგენა, ჰქონდა თუ არა შეხება ბიძინა ივანიშვილთან და მის კომპანიებთან რუსეთში და იცნობს თუ არა პირადად ივანიშვილს.
გოცირიძეს პასუხად თავად „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მიმართეს კითხვით, თუ ვინ იცნობდა ვერა ქობალიას, როდესაც ის ეკონომიკის მინისტრი გახდა.
რომან გოცირიძემ კოლეგების პასუხად აღნიშნა, რომ გიორგი ქობულია დღეს არის ინდონეზიის მთავრობის მრჩეველი და წარმატებით განაგრძობს საკუთარ საქმიანობას.
„მე, ახლა სწორედ ის ვთქვი და ის ვიკითხე, რასაც თქვენ ვერ ამბობთ, მაგრამ გულში ფიქრობთ“, – მიმართა გოცირიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.