ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი და მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში მივიდნენ

განახლებული მინისტრთა კაბინეტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესთნ ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კაბინეტში არიას შეკრებილები.

დღეს ფრაქციების, კომიტეტების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატებში, პარლამენტში მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მოუსმენენ.

14 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი ქობულია.

რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ.

იტვირთბა....