ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიჭინაძე: “მე მომწონს ახლად დანიშნული მინისტრების ხედვა ეკონომიკური პრობლემების თვალსაზრისით”

უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ “მეტრონომთან” საუბრისას მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მას მოსწონს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის  პროგრამა.

ჭიჭინაძემ ასევე წულუკიანის მინისტრად დარჩენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წულუკიანს კრიტიკა გარედან უფრო კარგად გამოსდის.

“მე უკმაყოფილებას წულუკიანზე გამოვთქვმდი იმაზე რომ იუსტიციის მინისტრს უფრო კარგად გამოსდის კრიტიკა გარედან. მთლიანი ყოველთვის უფრო მეტია ვიდრე ნაწილები რომლებისგანაც ეს მთლიანი შედგება. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ მინისტრთა კაბინეტი ერთობლიობაში არის ძალიან კარგი. ის პროგრამა რომელიც მათ გააჩნიათ არის ძალიან კარგი და მე მომწონს მათი ხედვა ეკონომიკური პრობლემების თვალსაზრისით.

რამდენად განხორციელდება ან როგორ განხორციელდება ამას დაველოდოთ, დიდი ვადა არ აიღეს ამ ადამიანებმა რაც ძალიან მოსაწონია. მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნება მათი თხოვნაც და ჩვენი მხრიდანაც დახმარება ამ კაბინეტის მიმართ.

პრემიერ მინისტრმა საკმაოდ არგუმენტირებული პოზიცია წარმოადინა, რომ ის რეფორმები რომელიც ბიზნეს სჭირდება სწრაფი სამართლებრივი გადაწყვეტილებებია, ამაში კი თეა წულუკიანის გამოცდილებას დაეყრდნობა. ესე იქნდა დანახული ქალბატონი თეას როლი. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ მინიტრსა და მის პროგრამას”- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მეტრონომთან” საუბრისას.

იტვირთბა....