ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად აღნიშნა, რომ საზამთროსა და ნესვში აღმოჩენილი ნიტრიტები და ნიტრატები დაშვებულ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება. ინფრრმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
ახალაია მომხმარებლებს ურჩევს, სეზონური ხილი ხარისხის კონტროლირებად მაღაზიებში შეიძინონ და თავი აარიდონ მის ქუჩაში ან ღია ბაზრობებზე ყიდვას.
ამასთან, სპეციალისტი, მიიჩნევს რომ ფერმერულმა მეურნეობებმა თავად უნდა იმუშაონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამკაცრდეს ფიტოსანიტარული და სანიტარული ნორმები.
„ბაღჩეული კულტურები, როგორიც არის ნესვი და საზამთრო, ძირითადად გამოიყენება დაბინძურებული მიწის გასაწმენდად. ძალიან მარტივად ითვისებს აბსოლუტურაად ყველაფერს ნიადაგიდან. შესაბამისად, ნიადაგის აგროტექნოლოგიური დამუშავებისას, მინერალური სასუქების არასწორი გამოყენების დროს, ის აბსოლიტურად ღრუბელივით ისრუტავს ზედმეტ ჭარბ მინერალურ სასუქებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია“, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ.
მისივე თქმით, როდესაც ადამიანი ნიტრიტებით გაჯერებულ პროდუქციას იღებს, მისი ჟანგბადი ნიტრიტებით იცვლება, რაც ანემიასა და იმუნური სიტემის დაქვეითებას იწვევს.