მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში – იოანე პეტრიწის ქუჩაზე, დაუდგენელმა პირებმა საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებულ ავტომობილში ხელყუმბარა შეაგდეს და ააფეთქეს.
თუმცა, როგორც შსს-ნ “მეტრონომს” განუცხადა, არანაირი ყუმბარა მანქანაში არ ყოფილა.
“გუშინ ამ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ცეცხლი მალევე იქნა ლიკვიდირებული . პირველადი დათვალიერებით დადგინდა რომ ავტომობილის სალონი ნაწილობრვაა დაზიანებული. მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსისის 187-ე მუხლი , რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება ავტომობილს. დაზარალელბულიც გამოკითულია. ექსპერტიზა მოგვცემს ზუსტ პასუხს საიდან წარმოიშვა ცეცხლი მაქანის სალონში