დღეს საპროკურორო საბჭო იუსტიციის სამინისტროში, მთავარ პროკურორს შეარჩევს. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი უნდა წარუდგინოს – შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.
თითოეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭოს წევრები გაესაუბრებიან და მათ ხედვებს გაეცნობიან. გასაუბრების დასრულების შემდეგ ფარული კენჭისყრა გაიმართება. საპროკურორო საბჭოს წევრები თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყრიან კენჭს.
შეგახსენებთ, რომ შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს, საბოლოოდ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პროკურორი.