როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობასთან”, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამ ძირითად პუნქტზე შეთანხმდა. მისი თქმით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს პარტიები მხარს დაუჭერენ.
„ბრიუსელში, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, სადაც საუბარია 3 ძირითად პუნქტზე:
1 – მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);
2 – კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;
3 – არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილია საპრეზიდენტო არჩევნები.