ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლენტეხში ტყის საფარს ცეცხლი უკიდია

ლენტეხში,  სოფელ ზესხოში ტყის საფარს ცეცხლი უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. აცხადებენ.

“რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, რომ არ მოხდეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ვერტმფრენის ჩართვა

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება” – ნათვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

იტვირთბა....