ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული მწყემსი ბრალს არ აღიარებს

ხანდას ხეობაში მომხდარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატი განცხადებას აკეთებს.

მალხაზ კობაურის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სმიტების ოჯახის, მათ შორის 4 წლის ბავშვის მკვლელობა არ უღიარებია და მისთვის გაუგებარია, რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ინფორმაცია.

ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტულ ინფორმაციას ფლობს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს. მზად არის ეს ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას.

არ ვიცი ბრალდების მხარის ამდაგვარი განაცხადი რას ემყარებოდა , მაგრამ დაცვის მხარე როცა ჩაერთოს საქმეში, ადვოკატები შევხვდით და გავესაუბრეთ მას აქვს ამდაგვარი პოზიცია“-ამბობს ადვოკატი ალუდა ბუჩუკური.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი. 20 წლის მწყემსს გამოძიება სამი პირი მკვლელობას ედავება.

იტვირთბა....