გლდანში მაღაზია “ბეკო” არასრულწლოვნების მიერაა გაქურდული. ეს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერის შემდეგ გახდა ცნობილი.
კადრებშ ჩანს 4 არასრულწლოვანი, რომლებიც სახეს მალავენ და ტელეფონს იტაცებენ.
შეგახსენებთ, რომ გლდანში “ბეკოს” მაღაზია გაქურდეს. წაღებულია რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.