არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ისევ ხორხე სამპაოლი გაწვრთნის, – ამის შესახებ “1ტვ” გამოცემა OLE-ზე დაყრდნობით წერს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალური ეტაპიდან გმაოეთიშა. აკრიტიკებდნენ სამპაოლის და არგენტინის სუსტ თამაშს დიდწილად სამპაოლის აბრალებდნენ. გადამწყვეტი მატჩების წინ ვრცელდებოდა იინფორმაცია, რომ ნაკრების შემადგენლობას მწვრთნელის ნაცვლად ლეო მესი და ხავიერ მასკერანო დააკომპლექტებდნენ.
აღსანიშნავია, რომ სამპაოლის დატოვების გადაწყვეტილება დიდწილად კომპენსაციის საკითხმაც გადაწყვიტა – მწვრთნელის ვადაზე ადრე გაშვების შემთხვევაში მისთვის 8 მილიონის გადახდა მოუწევდათ.