ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს ვაკის პარკში ვაკელების დასაქმების ფორუმი გაიმართება

დღეს ვაკის პარკში ვაკელების დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ამის შესახებ თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“10 ივლისს, სამშაბათს, 12:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში, თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების, გიორგი ბირბიჩაძისა და გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ვაკის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველთათვის დასაქმების ფორუმი იგეგმება.

ფორუმში მონაწილე 15-მდე მსხვილი კომპანია 800-მდე შრომის ბაზარზეარსებულ აქტიურ ვაკანსიას წარადგენს.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N76 (ვაკის პარკში). დრო: 12:00 საათი”, – ნათქვამია გავცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....