ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ, გადაცემა „პოლიტიკურ დეტექტორში“ ჟურნალისტის კითხვაზე საბჭოთა კავშირის განათლება ჯობს თუ თანამედროვე განათლების სისტემა, ზოიძემ უპასუხა, რომ ზოგადი განათლების კუთხით საბჭოთა სასკოლო განათლება, როგორც სისტემა, თანამედროვეს ნამდვილად ჯობდა. ასევე განაცხადა, რომ საბჭოთა სისტემა, განათლების კუთხით პირველ ადგილზე იყო.
“შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელობთ სასკოლო განათლება, როგორც სისტემა ის სჯობდა .გასაგებია ჩვენ რაღაც პროცესებს მივუერთდით, ბევრ ჭკვიანურ რაღაცას ვიძახით იმის თაობაზე, რომ იქ კორუფცია იყო გამეფებული, გეთანხმებით ოქროს მედალს არ მოგცემდნენ ისე, მაგრამ იყო სისტემა, რომელიც გაძლევდა ზოგად განათლებას. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დროს მოსწავლეები გაცილები უფრო განათლებულები იყვნენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, განვითარებული, მოწინავე ქვეყნების მოსწავლეები. ეს ცნობილია ,იმარჯვებდნენ ოლიმპიადებზე, მათემატიკური თუ სხვა ტიპის. ზოგადად უფრო მეტს კითხულობდნენ, სპეციალიზაცია იყო მერე პრობლემ, თორე ზოგადი განათლების კუთხით პირველ ადგილზე იყო“,-განაცხადა ზოიძემ.