ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე დასწრებას აპირებს

ზაზა სარალიძე აპირებს დაესწროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომას. ამის შესახებ მან “მეტრონომთან” საუბრისას ჟურნალისტ, ნინო ცხადაიას განუცხადა. მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს იმ ჟურნალისტების სამსახურიდან გაშვებას, რომლებმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ფილმი გადაიღეს. სარალიძე ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმყოფება.

”ფილმი, ვინც გადაიღო იმ ხალხის გაშვებას აპირებენ სამსახურიდან. პრიორიტეტების შეცვლა უკავშირდება ამ ფილმს, ამის გამო აპირებენ მათი სამსახურიდან გაშვებას. თავის თავს დააბრალონ თუ არ შემიშვებენ, ადამიანურად ვაპირებ მათთან დალაპაღაკებას”- განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციებს 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტები გააცნო და მათი შენიშვნები მოისმინა.

შეხვედრაზე მესამე სექტორის ზოგიერთ ინიციატივას კამათი მოჰყვა. კონკრეტულად კი შეხედრის მონაწილეების ნაწილმა მოითხოვა, რომ მაუწყებლის შინაარსობრივ პრიორიტეტებს დამატებოდა რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და სხვა უმცირესობების ჩამონათვალი, რაც სხვა არასამთავრობოების წარმომადგენლებმა გააპტროტესტეს იმ არგუმენტით, რომ ამ ჯგუფების უფლებები ქვეყანაში არ ირღვევა. იმას, რომ ეს ჩამონათვალი პრიორიტეტებში არ უნდა იყოს, ეთანხმება სამეუვეო საბჭოს უმრავლესობაც. შეხვედრაზე შეკითხვები იმ კვლევებზეც დაისვა, რომლითაც ბორდმა პროგრამული პრიორიტეტები შეადგინა.

იტვირთბა....